04, ივლისი 2019 17:14:00
დღეიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის ფასი 5-ის ნაცვლად 20 ლარი გახდა. იმ შემთხვევაში თუ პირი ერთი თვის ვადაში ჯარიმას არ გადაიხდის, მას საურავი 40 ლარის ოდენობით დაემატება და საერთო ჯამში კანონდამრღვევს 60 ლარის გადახდა მოუწევს. მგზავრებს დღის განმავლობაში ბათუმში 130-მდე ავტობუსი ემსახურება. გასულ თვეში 1500-მდე ჯარიმები დაიწერა.