04, ივლისი 2019 17:24:00
20 -21 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ დასკვნამდე ჩატარებული დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგადად მივიდნენ. საგამოძები უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა რომ ამბოხებას ცალკეული პირები გეგმავდნენ. მიზანი საქართველოს პარლამენტის იერიშით აღება იყო.