05, ივლისი 2019 09:31:00
ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქობულეთის მუზეუმი საზაფხულო აქციას იწყებს.
10 დან 20 ივლისის ჩათვლით ქობულეთის მუზეუმი, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური, არქიტექტურული და ბუნების ძეგლების მონახულებას ქალაქის სტუმრები უფასოდ შეძლებენ.
სამუზეუმო სივრცეში მისული დამთვალიერებელი ეთნოგრაფიული მასალების, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გაცნობას შეძლებს.
ვიზიტორებს ასევე საშუალება ექნებათ საკუთარი თვალით ნახონ არქეოლოგიური მონაპოვარის ადგილზე ნახვა და გაცნობა.
მუზეუმში განთავსებულია ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიმუში, ჭრჭელი, სამკაულები, იარაღები და სხვა.
მუზეუმის უფასო კვირეული ქობულეთში საზაფხულო ფესტივალების ფარგლებში ხორციელდება.