05, ივლისი 2019 09:52:00
რუსეთმა საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე სევდინ ბროიანი გადასცა.
ბროიანი ძებნაში დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და ფულის გათეთრებისთვის იყო გამოცხადებული.
სევდინ ბროიანი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად 21 პირთან ერთად რეუტოვოში 2018 წლის აპრილში დააკავეს.
დაკავებისას ამოღებულია იარაღი, მიტაცებული ქონება და 60 ათასამდე ევრო.