05, ივლისი 2019 17:26:00
20 ივნისის ღამეზე მმართველ გუნდმა დადგენილების პროექტი მოამზადა. დოკუმენტის ავტორების თქმით, სურთ, ხაზი გაუსვან პრინციპულ მიდგომებს, რომლებიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ამასთან, იმედოვნებენ, რომ ამას საზოგადოება სწორად გაიგებს და შეაფასებს. პარალელურად, კიდევ ერთი დადგენილების პროექტი მომზადდა. ამჯერად მისი ავტორი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.ოპოზიციური პარტია სახელმწიფო უწყებებს "გავრილოვის სიის" შედგენის მოთხოვნით მიმართავს. პროექტი იმ პირთა დადგენას ითვალისწინებს, რომლებმაც რუსი დეპუტატი საქართველოში მოიწვიეს.