05, ივლისი 2019 20:29:00
შინაგან საქემთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს მეტსახელად ,,ლერის“ ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა რომ აღნიშნული პირი კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ ე. წ ე „ობშიაკს და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს. დაკავების ოპერაცია ბათუმშც ჩატარდა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.