06, ივლისი 2019 22:33:00
ხაბელაშვილების ხიდი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში.
ხიდი თავისი მახასიათებლებით: კულტურული, ისტორიული, მემორიალური და ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებით და გადახურვით უიშვიათესია მთელ დასავლეთ საქართველოში.
ხიდზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: თელა- კოჭებად, წაბლი- მალებად, მუხა- საყრდენ ბოძებად და
ურთხველა სახურავის ქვეშ.
სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის წინ
აუშენებიათ და სოფელ ხაბელაშვილებს აკავშირებდა სოფელ ბრილთან.
მისი სიგრძე 25 მეტრია. სავალი ნაწილის სიფართე 1.20 მ.
ხიდი რესტავრირებულია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით.