10, ივლისი 2019 12:05:00
ავტომობილზე ქონების გადასახადი 40 ათასზე მეტმა გადაიხადა.
ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყო. გადახდის ვალდებულება კი 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხო.
გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული.
40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებმა გადასახადის სახით ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არა უმეტესს 0.2% უნდა გადაიხადონ, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებმა ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქონების გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა ჯამში, 42,495 იყო.