10, ივლისი 2019 17:20:00
პრემიერ მინისტრისგან გასხვავებით, პიტინის გუშინდელ განცხადებაზე დღეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტს არ გაუელთებია. სალომე ზურაბიშვილი ბათუმშიკავკასიის უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო. მან ღონისძიება ისე დატოვა, რომ მედიის კითხვებს არ უპასუხა. ახალი საგანმანათლებლო კომპლექსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, აუზებით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.