10, ივლისი 2019 17:18:00
ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში პროფესიული უნარების გამოცდებს პედაგოგები აბარებენ. აქ პირველ სესიაზე დარეგიოსტრირებული 772 პედაგოგიდან 89 არ გამოცხადდა. აჭარაში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი 3631 პედაგოგია დარეგისტრირებული. პროფესიულ უნარებზე გამოცდის ჩასაბარებლად 2614 პედაგოგის განაცხადია. ბათუმის საგამოცდო ცენტრში დღეს საქართევლოს განათლების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. ირინე აბულაძე საგამოცდო პროცესისმიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.