10, ივლისი 2019 17:12:00
სავარაუდოდ, დააახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი. კენჭისყრა 19:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი ბორდის წევრბი კანდიდატებს უსმენენ. შეგახსენებთ, რომ კონკურსი მეორედ იმართება. პირველ ჯერზე ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო ხმა ვერ მიიღო. ამჯერად, ტელევიზის დირექტორობისთვის 12 ადამიანი იბრძვის.