11, ივლისი 2019 11:27:00
2019 წლის 1-ელ 5 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 76,048,659 ლარი შევიდა.
სახელმწიფო ბიუჯეტში - 34,661,099 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 41,387,559 ლარის მობილიზება მოხდა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სანქციებიდან შევსების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. კერძოდ, 2018 წლის იავარ-მაისში სანქციებიდან (ჯარიმა და საურავი) საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში 54,320,523; ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 45,577,014 ლარი შევიდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-მაისში ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 6,620,079,839 ლარი; შემოსავლებმა კი 5,072,818,275 ლარი შეადგინა.
ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.