12, ივლისი 2019 17:18:00
აჭარაში, ნახევარი მილიარდი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება. მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი, ქობულეთში, 180 ჰექტარზე გაშენდება. პროექტი ჩეხურ -სლოვაკურ კომპანიას ეკუთვნის. ინფრასტრუქტურა, მაღალბიუჯეტიანია და ახალი სეგმენტის ტურისტების ნაკადის მოზიდვაზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, და რეკრეაციული ზონები. აშენდება 250 ნომრიანი, მაღალი კლასის, სასტუმრო. მშენებლობის პირველი ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება.