12, ივლისი 2019 17:14:00
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფლეშმობი მოაწყვეს. სანახაობა ბათუმის ბულვარში გაიმართა, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საინფორმაციო კუთხეები მოეწყო. დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი უამინდობის გამო გადაიდო. ოფიციალური ნაწილი, სადაც სიტყვით საქართევლოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის სხვა წევრები უნდა გამოსულიყვნენ ხვალისთვის იგეგმება. ღონისძიების ფარელბში, მეზღვაურებსა და საზღვაო სასწეავლებლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომებსს გადასცემენ. ასევე მოეწყობა საზეიმო მსვლელობა.