12, ივლისი 2019 17:08:00
როდის ჩატარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსიჯერ კვლავ უცნობია. დღეს 12 საათისთვის დაგეგმილი ბორდის სხდომა ჩაიშალა, რადგან ქვორუმი არ შედგა. მედიასაშუაების ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ფარული კენჭისყრით ორჯერ ჩატარდა, თუმცა ორივეჯერ ჩაიშალა. მეორე კონკურსში აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მსურველი 12 კანდიდატი გახლდათ. მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა, მაშინდელ დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.