12, ივლისი 2019 00:00:17
პირველად კურორტ ბეშუმის ისტორიაში, ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ასევე, ნატურალური რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. ადგილობრივმა პოეტებმა წაიკითხეს ლექსები. „ბეშუმი" საქართველოში ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. ის ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტზე უჩვეულო, სუფთა ჰაერია. ის მდიდარია წიწვიანი ტყეებით და მდინარეებით.