ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

გზავნილები და შედეგები საერთაშორიოს კონფერენციიდან

12, ივლისი 2019 20:55:00

საქართველოს   ევროპული გზა-  ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე მიმდინარეობს.  დღეს დელეგატებმა  ურთიერთკავშირების შესახებ იმსჯელეს.  ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის “ ქვეყნებთან   ვაჭრობის  ხელშეწყობის  მიზნით  სამოქმედო გეგმა წარადგინა ,  რაც რეგიონში სატრანსპორტო სექტორის  რეფორმების ხელშეწყობას და გზებზე უსაფრთხოების  გაუმჯობესებას  გულისხმობს.  მომდევნო სესია კი განათლებაზე საუბარს დაეთმო.   კონფერენცია დღეს დასრულდება 

საერთაშორიო კონფერენციის მეორე დღე მაღალი დონის სადისკუსიო  ურთიერთკავშირების თემას მიეძღვნა. მომხსენებლებმა რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის შექმნაზე იმსჯელეს. ევროკავშირმა საინვესტიციო სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა, სადაც “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანაში განსახორციელებელი რამდენიმე პრიორიტეტული პროექტია წარადგინეს. ამ კონტექსტში საქართველოს ვიცე -პრემიერმა რკინიგზის მოდერნიზებაზე ისაუბრა და ინფრასტრუქტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამხვილა ყურადღება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განათლების საკითხებზეც ისაუბრეს. ქართულმა მხარემ მთავარ პრიორიტეტად საქართველოს ყველა სკოლაში განათლების თანაბარი მიღების აუცილებლობა დაასახელა. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ დელეგატებს საგანმანათლებლო სფეროში 
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო მეგობრებმა ქვეყნის ევროპულ არჩევანს მხარიკიდევ ერთხელ დაუჭირეს და თანადგომა გამოუცხადეს. საფრანგეთის ელჩმა დღეს რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები გაარიტიკა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კი რუსეთს საქართველოს მიამრთულებით ფრენების აღდგენისკენ მოუწოდა. 
რიგით მეტექვსმეტე საერთაშორისო კონფერენციამ მიზანს მიაღწია და გზავნილები იყო მხარდამჭერი - ასე აფასებენ ხელისუფლებაში ჩატარებულ ფორუმს. საგარეო საქმეთა მინისტრი ფორმატის მიღწევებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და სამომავლო გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას.
ბათუმის მეთქევსმეტე საერთაშორისო კონფერენციის ფარგელბში შვიდ სხვადასხვა შეთანხმებას მოეწერა ხელი. მათ შორისაა ,,უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“, ურთიერთგაგების მომერანდუმი ევროპის საინვესტიციო ბანკთან, საქართველოს ასევე, უნგრეთის მთავრობებს შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა და სხვა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოდელი 2009 წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი პარტნიორი ქვეყნის თაოსნობით შეიქმნა. 


დღის ამბები