12, ივლისი 2019 20:45:00
“იყო სიტყვიერი განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. გუშინდელ ინტერვიუს ოპოზიცია გახარიას აღიარებად აფასებს. ოპონენტების თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად, გახარიას შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებაც მოუწიოს. უმცირესობა ამბობს, რომ გიორგი გახარიას განცხადებამ შესაძლოა, საქართველო დიპლომატიურ სკანდალში გახვიოს.
გიორგი გახარიას ელჩების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ გამოძიება გამოავლენს, ვინ რას აკეთებდა პარლამეტნის შენობაში მასთან ერთად.
ხდებოდა თუ არა დიპლომატების მობილიზება აქციის მიმდინარეობის პარალელურა? საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ინფორმაცია თავდაპირველად უარყო:
ვლადიმერ კონსტანტინიდმა თემის განმეორებითი კომენტირებისაც გიორგი გახარიას ნათქვამი დაადასტურა. თუმცა აღნიშნა, რომ ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუწვევია.
საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ გიორგი გახარიას განცხადებამ შესაძლოა, საქართველო დიპლომატიურ სკანდალში გახვიოს. ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის ინტერვიუს, ოპოზიციამ აღიარებითი ჩვენება უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მას 20 ივნისის ღამეს პირდაპირი კომუნიკაცია მხოლოდ გერმანიის ელჩთან ჰქონდა, გია ვოლსკის თქმით, პოლიციის პასუხი იმ შეტევაზე, რასაც საათების განმავლობაში უძლებდნენ, უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გუშინ, ტვ პირველის ეზოში იმყოფებოდნენ განაცხადეს, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს, რადგან ქვეყანაში პასუხისმგებლობის გრძნობა დამკვიდრდეს.