13, ივლისი 2019 11:38:00
კვატიის აღნიშნული ნაეკლესიარი მდებარეობს ხულოს მუნიცილალიტეტის სოფელ კვატიაში.
ამ სოფელზე გავლით გადიოდა უმოკლესი აბრეშუმის საქარავნე გზა ბათუმიდან შავშეთისა და არდაგანის მიმართულებით.
ადგილობრივი მაცხოვრებლების გადმოცემით, ეკლესიის კედლები გასული საუკუნის 60-იან წლებამდე სრულად ყოფილა შემონახული, შემდეგ მოსახლეობას დაუშლია და მოჩუქურთმებული ქვები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის გამოუყენებიათ.