14, ივლისი 2019 14:37:00
გუშინ ავარიის შედეგად 13 დაშავებულთაგან ერთი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, მეორე კი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში რჩება.
ბათუმში, კლინიკაში მყოფი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი ტრანსპორტირება თბილისში ვერ მოხდა.
ბავშვების მშობლები გუშინ, 13 ივლისს, ავარიის შედეგად დაიღუპნენ.
ქობულეთში, კლინიკაში ამ დროისათვის რჩება 9 პაციენტი, ქართველი მძღოლები და პოლონელი ტურისტები. ორ მათგანს უტარდება ოპერაცია.
13 ივლისს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.