15, ივლისი 2019 10:07:00
პორტუგალიაში პოლიციამ სამი ქართველი ქურდი დააკავა, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დანაშაულებრივ ჯგუფებთან ჰქონდათ კავშირი.
მათ ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ.
აღნიშნულმა სამკაციანმა ჯგუფმა ხუთი თვის განმავლობაში თორმეტი ბინა გაქურდა, ძირითადად, ქალაქ პორტუსა და მის შემოგარენში, სავარაუდოდ, ორიც ბრაგასა და ლისაბონში. ძირითადად იპარავდენ ფულს, ოქროს, საათებს და სეიფებს.