03, აპრილი 2017 20:01:00
აჭარის განათლების და კულტურისა სამინისტროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის - „კულტურის სტრატეგია 2025“ - გაცნობა და ამის საფუძველზე 2018 წლის რეგიონული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვაა. შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა რეგიონში არსებული ყველა კულტურის ორგანიზაციას ექნება.