15, ივლისი 2019 17:18:00
2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აქედან, ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ. აშშ დოლარი უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.