17, ივლისი 2019 17:24:00
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, არსებული დიფერენცირება მოიხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და სხვა ჯგუფებს მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე.