17, ივლისი 2019 17:22:00
სახელმწიფო მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებს სესხის პროცენტს ნაწილობრივ დაუფინანსებს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის სესხის თანადაფინანსება, საკრედიტო - საგარანტიო სქემა, საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ა.შ. მინისტრის ინფორმაციით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 800-მდე უცხოელი ჟურნალისტის, ბლოგერისა და ტურ-ოპერატორის ჩამოყვანა, რომლების საქართველოს შესახებ სხვადასხვა მედია-საშუალებაში დაწერენ.