17, ივლისი 2019 17:14:00
აჭარის მთავრობა სტიქით და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახს 95 020 ლარით დაეხმარება. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, გადაწყვეტილება დასამტკიცებლად თავმჯდომარეს გადაეგზავნება. თანხიდან 70 020 ლარი ბათუმში, მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 ოჯახზე გადანაწილდება, 25 000 ლარს კი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი მიიღებს.