17, ივლისი 2019 17:58:00
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ უნდა აიღოს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტმა გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობა. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარიამ მეამბოხეებისგან სახელმწიფო ინსტიტუტები დაიცვა. ივანიშვილის თქმით, ზოგიერთ შემთხვევებში ძალოვანი უწყების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვეა, რაც დედაქალაქში შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.