კვირა 18, აგვისტო 2019

სად შეიზღუდება ხვალ ელექტრო ენერგიის მიწოდება

17, ივლისი 2019 18:13:00

ხვალ დილის ექვსის ნახევრიდან დილის რვა საათამდე შუქი გაითიშება ბათუმში: ლერმონტოვის, ბაგრატიონის, შ.ხიმშიაშვილის, ოძელაშვილის, გრიბოედოვის, ტურგენევის  და მიმდებარე ქუჩებზე. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეიზღუდება აფსაროსის გზატკეცილზე, მირიან მეფის ქუჩასა და აეროპორტის დასახლებაში დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე.

ელექტროენერგიის მიწოდება დღისით რამდენიმე საათით შეიზღუდება ასევე ქობულეთში: მ.აბაშიძის, ფიროსმანის, გაგარინის, ქიაჩელის, ხაბაზის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლებში ქვედა  და ზედა აჭყვაში, საჩინოში, კვირიკესა და ბობოყვათში.

დილის თერთმეტიდან საღამოს ექვსამდე შუქის გარეშე დარჩება ხელვაჩაურის სოფლები: ზედა და ქვედა ჯოჭო, ერგე, დაბა ხელვაჩაურის ნაწილი, ავგია, თხილნარი, ჭარნალი და მიმდებარე სოფლები, ასევე გონიოს და ახალსოფლის დასახლებები.

ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც დილის 11-დან საღამოს 6 -მდე. შუქი გაითიშება შუახევის რამდენიმე სოფელში: ჯაბნიძეები, წაბლანა, ცინარეთი, სამოლეთი, უჩამბა და მიმდებარე სოფლებში, დაბა შუახევის ნაწილი, ასევე ხულოს სოფლებში: თაგო, ჩაო, ბეშუმი, მთა ვერხვნალი და მიმდებარე ტერიტორია.

ავტორი(ები)

3830