18, ივლისი 2019 17:26:00
საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა. შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. ხალვაშმა „ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს მიმართა და ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის მეწილეები იყვნენ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.