პარასკევი 23, აგვისტო 2019

უფასო ტრანსპორტი ქედაში

18, ივლისი 2019 17:32:00

ქედის მერიის გადაწყვეტილებით, სპეციალური პროგრამისთვის 5 000 ლარი გამოიყო და სერვისით, როგორც მოიალაღეები, ასევე ტურისტები ისარგებლებენ.

გადაწყვეტილება მიღებულია მოსახლეობის მოთხოვნის, მანძილისა და მოიალაღეთა სიმრავლის გათვალისწინებით.
პროგრამას ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო განახორციელებს. გამოყოფილია ერთი 23 ადგილიანი ავტობუსი და ერთი 16 ადგილიანი მიკროავტობუსი.

გასვლის განრიგი კი ასეთია:

ყოველ ორშაბათს 08:00 საათი - ცხმორისის ცენტრიდან - თაგინურის მიმართულებით;

ყოველ სამშაბათს 08:00 საათი - ცხმორისის ცენტრიდან - თაგინურის მიმართულებით;

ყოველ კვირას 08:00 საათი - ცხმორისის ცენტრიდან- საიჩარის მიმართულებით.

სერვისი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი(ები)

1017

დღის ამბები