18, ივლისი 2019 17:38:00
ნიკა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება. კრების ოქმი საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული.
კრება ხალვაშმა წილების გადაფორმებიდან დაახლოებით ერთ საათში მოიწვია.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია დაინიშნა. კრების ოქმს ქიბარ ხალვაში ხელს ორჯერ აწერს, როგორც 60 % წილის მფლობელი და როგორც შპს პანორამას დირექტორი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 % ფლობს. ჯამში, ხალვაში „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელია. ხალვაში ტელეკომპანიის მესაკუთრედ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა რამდენიმე საათის წინ დაარეგისტრირა.