პარასკევი 23, აგვისტო 2019

როგორ ვითარდებოდა მოვლენები R2-ში

18, ივლისი 2019 20:35:00

საქართველოს მთავრობამ  სტრასბურგის სასამართლოში  არხს დავა მოუგო და დღეიდან არხს ახალი ხელმძღვანელი და ახალი მფლობელი ჰყავს..  რუსთავი ორელები ამ ფონზე დანებებას არ აპირებენ. როგორ ვითარდებოდა მოვლენები ტელევიზიაში  მთელი დღის განმავლობაში? 


ამ სიტყვებით შეაფასა რუსთავი 2 ის გენერალურმა დირექტორმა სტრასბურგის სასამრთლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადასტურა, რომ საქმის განხილვისას, რომლითაც საქართველოს სასამართლოებმა რუსთავი2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგის ვერდიქტი სამართლებრივად სკანდალური და შოკისმომგვრელია, თუმცა ამის მიუხედავად ტელეკომპანია სამართლებრივ დავას აგეძელებს და გასაჩივრების უფლებას იყენებს.  

ნიკა გვარამია მაყურებელს განუმარტავს, რომ სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილებით - გასაჩივრების შესაძლებლობა მხოლოდ ერთ მუხლზე არსებობს. მისი თქმით, ეს მუხლი მნიშვნელოვანია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს იყვნენ თუ არა მიკერძოებულები - მოსამართლე - თამაზ ურთმელიძე, მზია თოდუა და სააპელაციოს სასამრთლოს კიდევ ერთი მოასამრთლე.  ნიკა გვარამიამ დღეს იუსტიციის სამინისტროსაც მიმართა და მოითხოვა, რომ ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება - რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს.

რუსთავი 2 ის გენერალურმა დირექტორმა ქიბარ ხალვაშის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომელითაც ნიკა გვარამიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. გვარამია ტელეკომპანიის მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ კონტრაქტის გაბათილებაზე დაინტერესებულ მხარეს დავა მხოლოდ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია - გენერალური დირექტორის შეცვლა კი ჩათვლილი იქნება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და ჩარევის მცდელობად. 

სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილება სკანდალური აღმოჩნდა პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც რუსთავი-2 ის მხარდასაჭერად ტელეკომპანიის შენობასთან  დღეს დილიდან მივიდნენ. ნიკა გვარამიას მსგავსად ოპოზიციაც თვლის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამრთლოს ეს გადაწყვეტილება- საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ხელისუფლება უნდა დაელოდოს სამართლებრივი ბრძოლის დასრულებას, რადგან რუსთავი 2-ისთვის გასაჩივრების შანსის წართმევა არხის მითვისების მცდელობა იქნება. 
სტრასბურგის სასამრთლომ  გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  დაადგინა, რომ რუსთავი 2 მა ისარგებლა თავისუფალი სასამართლოს უფლებით. სასამრთლომ გააუქმა შეჩერების მექანიზმიც- რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - მიაკუთვნოს ტელეკომპანიაბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს -  ძალაში შევიდა. 

ავტორი(ები)

174

დღის ამბები