18, ივლისი 2019 20:30:00
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ექიმი უროლოგი დააკავეს. მოქალაქეები ყვებიან, რომ ის პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. ადგილზე ორი ეკიპაჟი იმყოფებოდა. დაკავებული მოქმედი ექიმია და ქობულეთის საავადმყოფოში მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს. ინფორმაცია თავდაპირველად აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
ექიმი, რომელიც გუშინ, დააკავეს ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელია. საგამოძიებო ორგანო გელა გოგიტიძეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტების გამოწერაში ადანაშაულებს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებს სხვა მედიკოსები ჯერ არ დაუკითხავთ.
სამედიცინო დაწესებულებაში ირწმუნებიან, რომ ექიმს მსგავს დოკუმენტთან ხელი ვერ მიუწვდებოდა. დირექტორი, რომელიც საავადმყოფოს მმართევლად სულ რაღაც 2 კვირის წინ დაინიშნა განმარტავს, რომ მსგავსი საბუთის გაცემა დამოუკიდებლად შეუძლებელია.
ექიმის მისამართით წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს, ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელიც. ზვიად ქარცივაძის განცახდებით, უროლოგს მხოლოდ ფომა ასის დაწერა შეეძლო და იგი ნარკოტიკულ მედიკამენტებთან არანაირ კავშირშია.
საკითხთან დაკავშირებით ექიმის ახლობლებთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა სახლში მყოფმა ოჯახის წევრებმა კარი არ გაგვიღეს.
მეზობლებს კი ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
მოქმედი ექიმი ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.