ორშაბათი 26, აგვისტო 2019

NGO: მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა

19, ივლისი 2019 17:23:00

მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 15 ასარამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მათი შეფასებით, კი საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა - აღნიშნულია განცხადება.

 

ავტორი(ები)

118