პარასკევი 23, აგვისტო 2019

სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია-აშშ-ს საელჩო

19, ივლისი 2019 18:28:00

აშშ-ს საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი(ები)

251

დღის ამბები