პარასკევი 23, აგვისტო 2019

გათხრების შედეგად 7 კოლხური სამაროვანი აღმოაჩინეს

19, ივლისი 2019 20:30:00

ადგილობრივი ჭურჭელი, უძველესი მძივები და  სხვა სამკაულები- გათხრების შედეგად ფიჭვნარში ანტიკური ხანის ნაკეთობები აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა  იპოვეს  კოლხური სამაროვები.  ვნაოთ თინათინ ჭკუასელის სიუჟეტი 

კოლხური თიხის ჭურჭელი ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება. არქეოლოგებმა ის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კოლხურ სამაროვანში აღმოაჩინეს. თიხის დოქი გამორჩეულია თავისი ორნამენტებით და ორიგინალურობით.

გათხრების შედეგად ტერიტორიაზე 7 კოლხური სამაროვანი გამოჩნდა. აქ ადგილობრივ ჭურჭლთან ერთად, უძველესი მძივები და სხვა სამკაულებიც აღმოაჩენილი, რაც რამდენიმე კულტურულ ფენაზე მოგვითხობს.

არქეოლოგიური სამუშაოები ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, ორ უბანზე მიმდინარეობს. ანტიკური ხანის ნამოსახლარზე საცხოვრებელი ნაგებობის ხის ფრაგმენტებიც დაფიქსირდა.

გათხრები ივლისის ბოლომდე გრძელდება, დაგეგმილია საინფორმაციო მასალების გამოცემა, როლისთვისაც  42 000 ლარია გამოყოფილი. 

ამ ეტაპზე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშიტრებით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტერიტორიის მოხაზვას და სპეციალისტების მიერ განმარტებითი ბარათის მომზადებას გულისხმობს. 


დღის ამბები