21, ივლისი 2019 22:01:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საზაფხულო ფესტივალს, „მზე სოფელში ანათებს“ უმასპინძლა. ღონისძიებები სოფელ კოხში, ნიგვზნარის ტერიტორიაზე გაიმართა. ფესტივალი ველო მარათონის მსვლელობით გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ნიგვზნარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.
ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვების სპეციალური კარვები მოეწყო, მუზეუმის, სოფლების, საზოგადოებრივი კოლეჯისა და სასტუმროების კუთხეები. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქცია, ნაწარმი, სუვენირები, ნაყინი, ლუდი, ღვინო, თაფლი, ჭაჭა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივ კულტურას, საგამოფენო ნივთებსა და სამზარეულოს ნიმუშებს, გაცნობოდნენ.
ღონისძიება გვიან ღამით, ეთნო ჯაზის შემსრულებლების „სტუმრების“ კონცერტით დასრულდა.