22, ივლისი 2019 09:55:00
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციები დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება.
აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემებს შესთავაზებენ. გუშინ კი პროტესტის 32-ე დღეს სიტყვით გამოსვლების პარალელურად გაიმართა „ფლი მარკეტიც“, სადაც 40-მდე სტარტაპერმა გასაყიდად საკუთარი პროდუქცია წარადგინა.
შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ ყოველდღიური აქციებით საზოგადოების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების - აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შემდეგ დადგა.