22, ივლისი 2019 11:23:00
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში.
დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.