22, ივლისი 2019 11:27:00
საქართველოში იმპორტირებული საკვები პროდუქტი საზღვარზევე მოწმდება.
თუკი პროდუქცია შემოწმებას ვერ გაივლის, ადგილზევე განადგურდება ან უკან დაბრუნდება.
ყველაზე ხშირად ნადგურდება ან უკან ბრუნდება საქართველოში იმპორტირებული ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი, საქონლის გაყინული ხორცი, საქონელი ხორცისა და თევზის კოსერვი, ფისტა და წიწაკა.
2018-2019 წლის მონაცემებით, უკან გაბრუნებას და განადგურებას დაექვემდებარა საკვები პროდუქტები შემდეგი ქვეყნებიდან:
ნიდერლანდების სამეფო - ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი.
ბელგია - ქათმის გაყინული მექანიკურად განცალკევებული ხორცი.
გერმანია - საქონლის გაყინული ხორცი, საქონლი ხორცისა და თევზის კოსერვი.
უკრაინა - საქონლის გაყინული ხორცი.
თურქეთი - ფისტა და წიწაკა.
ინდოეთი - ფისტა და წიწაკა.
ლიტვია - საქონლი ხორცისა და თევზის კოსერვი.