23, ივლისი 2019 10:29:00
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ხვალ კი საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება.ეროვნული გამოცდების შედეგები პირველი აგვისტოდან გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ეცნობა.
2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.
ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.