23, ივლისი 2019 17:16:00
ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის და საერთო სამაგისტრო გამოცდით სრულდება. შედეგები პირველი აგვისტოდან გამოქვეყნდება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების შეფასება უკვე დაწყებულია. წელს ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა, სადაც 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ადგილზე ეცნობა.