სამშაბათი 21, ნოემბერი 2017

მუნიციპალური ავტოპარკის განახლება იგეგმება

15, იანვარი 2017 11:43:00

მიმდინარე წელს ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანაა დაგეგმილი. ამის შესახებ განცახდება ბათუმის მერმა გააკეთა. გიორგი ერმაკოვის თქმით, იქნება როგორც დიზელზე მოძრავი, ასევე ახალი ელექტროტრანსპორტი. მუნიციპალური ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით,  შესაბამის სამსახურებს დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ.