02, აგვისტო 2019 10:29:00
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ისე sms-ის საშუალებითაც შეუძლიათ.
სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა იქნება განთავსებული.
რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება.