კვირა 18, აგვისტო 2019

შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები

02, აგვისტო 2019 13:20:00

მშენებარე კორპუსში სადაც რამოდენიმე დღის წინ ლიფტი ჩამოწყდა შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. ინსპექცია შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა მშენებლობის პროცესი  უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული.

 

ინსპექციაში განმარტეს, რომ მშენებლობის პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, როცა კონკრეტული დარღვევები აღმოიფხვრება.

კომპანია „გრანდ სითის“ კორპუსის მშენებლობაზე 29 ივლისს სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა რა დროსაც  6 ადამიანი გადაადგილდებოდა და აქედან 3 დაშავდა. პროკურატურას ამ საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ავტორი(ები)

117