04, აგვისტო 2019 16:19:00
ბეშუმში, შუამთობა იზეიმეს. სახალხო დღესასწაულზე, აჭარის მთაში ჩასულმა პრემიერმა, ადგილობრივებს კიდევ ერთხელ ხულო-ზარზმის გზის მოწესრიგების დაპირება მისცა. მამუკა ბახტაძემ აჭარის მთიანეთის გაზიფიკაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გაზიფიცირების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
საზეიმო ღონისძიების პარალელურად აქცია „გახარია წადი“ გაიმართა. ოპოზიცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვდა.
აქციაზე მისულმა მოსახლეობამ პრემიერთან შეხვედრა ვერ მოახერხა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
ამავე თემაზე: უცნობია როდის დაიწყება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა