05, აგვისტო 2019 21:15:00
ბათუმში, გუშინ კაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან სამქეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. რაც შეეხება დაშავებულს, რომელიც ფეხის არეში იყო დაჭრილი, მან კლინიკა უკვე დატოვა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.