08, აგვისტო 2019 11:35:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა.