08, აგვისტო 2019 12:56:00
გუშინ გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირზე საცხოვრებელ სახლში მძარცველი შევიდა. ქურდემა ოქროს სამკაული გაიტანა. იმ დროისთვის ბინაში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით 5 მძარცველი იყო . მეზობლებმა ერთის დაჭერა მოახერხეს. შსს ინფორმაციით ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა რომელიც უკვე დაკავებულია.
პრესცენტრის ინფორმაციით ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178_ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს რაც 3 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს