09, აგვისტო 2019 20:55:00
ხვალ ბათუმში, რიგით მეხუთე თაფლის ფესტივალი გაიმართება. ბულვარში კოლონადების მიმდებარედ, 40-ზე მეტი მეფუტკრის ნაშრომი იქნება წარმოდგენილი. ღონისძებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ჯარას ტრადიციულ მეფუტკრეობას გაეცნონ და ჯარას თაფლი დააგემოვნონ. გარდა ამისა, შეიძინონ ნატურალური თაფლი და ფუტკრის პროდუქტების ნაირსახეობა. ვიზიტორებისთვის მთელი დღის განმავლობაში მასტერკლასები ჩაატარება, იქნება
სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებიც. ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება.